შექსპირის პიესების პირველი კრებულის ასლი შოტლანდიაში იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 07.04.2016
ნანახია: 2039

უილიამ შექსპირის პიესების პირველი კრებულის ასლი, რომელიც 1623 წელს გამოიცა, იპოვეს. ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შოტლანდიის კუნძულ ბიუტზე აღმოაჩინეს.

კრებული შექსპირის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ გამოიცა. მასში თავმოყრილია 36 პიესა, რომელთაგან 18 ამ დრომდე გამოქვეყნებული არ ყოფილა.

კერძოდ, წიგნში წარმოდგენილია ”მაკბეტის”, ”მეთორმეტე ღამის”, ”იულიუს კეისრისა”, და ”ქარიშხლის” პირველი ბეჭდური ვესიები.

გამოცემის პირველ გვერდზე მოთავსებულია დრამატურგის ცნობილი პორტრეტი, რომელიც ცნობილი ინგლისელი გრავიორის მარტინ დრუშაუტის მიერაა შესრულებული.

გამოცემის ტირაჟი სავარაუდოდ ათასს ეგზემპლარს არ აჭარბებდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე