მთავრობას უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანა 29 მლნ ლარი უჯდება

საქართველო, თბილისი - 12:36 | 07.04.2016
ნანახია: 1812

Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვლენ. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობას მთლიანად პროექტის ღირებულება 29 მლნ ლარი უჯდება. თანხის ძირითადი ნაწილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს.

24 აპრილი - ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისი, სპორტის სასახლე.

27 მაისი - რობი უილიამსი, თბილისი „დინამო-არენა“.

7 ივნისი - Maroon 5, ბათუმი

18 ივნისი, ხოსე კარერასი, ქუთაისი.

ეროს რამაზოტის კონცერტზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა 7 აპრილს 12 საათიდან დაიწყება საიტზე tkt.ge და ფილარმონიის სალაროებში.

რობი უილიამსის კონცერტის ბილეთები კი 15 აპრილიდან გაიყიდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე