„საქართველოს ფოსტა“ ახალი საფოსტო ჰაბის პრეზენტაციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 12:30 | 07.04.2016
ნანახია: 1228

დღეიდან საქართველოში ელექტრონული კომერციით დაინტერესებული კომპანიები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“ ახალი  საფოსტო ჰაბის საშუალებით გაცილებით იოლად შეძლებენ ჩაერთონ მსოფლიო მასშტაბით წარმოებულ ელექტრონულ ვაჭრობაში. პროექტის პრეზენტაცია დღეს, 7 აპრილს, 17:00 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში (ოქროყანა) გაიმართება.

„საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, კომპანიებს საშუალება ექნებათ ერთიანი პროდუქტის სახით მიიღონ სატერმინალო და საკურიერო მომსახურება, აეროპორტშივე მოახდინონ ტვირთის განბაჟება, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში საქონლის რეგისტრაცია (საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაციის მომზადება და მიმღებისთვის გადაცემა), ამანათების სორტირება, შეფუთვა და შემდეგ უკვე ადგილზე, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ადრესატთან მიტანა.

„საქართველოს ფოსტას“ თბილისის  ყველა უბანსა და  ქვეყნის ყველა რეგიონში  გააჩნია მომსახურების სერვისცენტრი, რაც მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს  ელექტრონულ ვაჭრობასთან დაკავშირებული პერსპექტივების განვითარებას.

 

                                                                                                                                  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე