მარტში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების 95.1% სამეწარმეო სუბიექტი, ხოლო 4.9% არასამეწარმეო სუბიექტია

საქართველო, თბილისი - 10:37 | 07.04.2016
ნანახია: 1120

მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 909 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 95.1% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 4.9% -არასამეწარმეო სუბიექტი. იმავდროულად, ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი 1.122 დონეზე დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მარტში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.3%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 31.7%-ით გაიზარდა.

მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 8.7%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 41.8%-ით.

აღსანიშნავია, რომ მარტში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე