მებაჟეებმა სგპ „ყაზბეგზე“ არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:59 | 06.04.2016
ნანახია: 1458

მობილური ტელეფონების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა გამოავლინეს 5 მარტს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“, მებაჟე ოფიცრებმა. 10 ცალი არადეკლარირებული iPhone 5S 16 გბ მათ აღმოაჩინეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტომანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ნ.შ. მართავდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7800 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7800 ლარის ოდენობით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე