ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:37 | 06.04.2016
ნანახია: 2320

7 აპრილს ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.

ბიზნესფორუმს გახსნიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ქ. ჯელგავას მუნიციპალიტეტის მერი, ანდრის რავინსი და ლატვიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ელიტა გაველე.

ბიზნესფორუმზე ლატვიის წარმომადგენლები თავიან გამოცდილებას გაუზიარებენ ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრეწველობის სფეროებში.

ლატვიის ბიზნეს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავს ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების  დამეგობრებასა და ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე