ბათუმის მერია მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარების უზრუნველყოფის პროგრამას ახორციელებს

საქართველო, თბილისი - 16:22 | 06.04.2016
ნანახია: 1350

ბათუმის მერია მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარების უზრუნველყოფის პროგრამას ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებულია, მატერიალური დახმარების გაწევა:
სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით 0-100.000 ქულის მქონე ოჯახების, მრავალშვილიანი 0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე 3 შვილიანი ოჯახების, 0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე 4 შვილიანი ოჯახების, 5 და 5-ზე მეტ შვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლისა და უდედმამო ბავშვთა მატერიალური დახმარება წელიწადში ორჯერ;

გარდაცვლილი ვეტერანების და გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი პირების 0-70000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრების, ბავშვის მოვლის საშუალებების შესაძენად 0-100.000 ქულის მქონე ოჯახების ყოველ ერთ წლამდე ახალშობილისათვის, 0-დან 100.000 ქულის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი), მარტოხელა დედების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეთა, ომში დაზარალებულთა და ომში დაღუპულთა ოჯახების ბავშვთა სემესტრული დაფინანსება სახელმწიფო სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე