მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა
საქართველო, თბილისი - 15:41 | 06.04.2016 ნანახია: 1383მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა.
პროექტის მეორე რაუნდის ფარგლებში, ვებგვერდის მეშვეობით www.qartuli.ge, საერთო ჯამში შემოსულ განაცხადთა რაოდენობა შეადგენს 14081-ს, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 23164-ს უტოლდება, რაც პირველი რაუნდის მონაცემებს თითქმის ორჯერ აღემატება და პროგრამის უდავო წარმატებაზე მიუთითებს. პირველი რაუნდის მონაცემებით შემოსულ განაცხადთა რაოდენობა 7846-ს შეადგენდა, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 11878 იყო.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი აქტიურობა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების მაღალი დონე პროგრამის რეალურმა სარგებელმა და გამარჯვებული ბენეფიციარების ბიზნესების წარმატებულობამ განაპირობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, ისიც რომ პროგრამის შესახებ ცნობიერების დონე მნიშვნელოვნად იზრდება განხორციელებული პროექტების ეფექტურობის ხარჯზე. მოსახლეობა ნათლად ხედავს, რომ პროგრამაში ჩართვა ბიზნესის ნულიდან წამოწყებისა თუ განვითარების კარგი შესაძლებლობაა.
"მოცემული ეტაპისთვის შემოსული განაცხადების განხილვა დაწყებულია და გამარჯვებულები აპრილის ბოლომდე გამოვლინდებიან, რომლებიც კონტრაქტორების მხრიდან მოწვეულნი იქნებიან ბიზნეს გეგმების ტრენინგზე. შემდეგ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან ბიზნეს გეგმების კონკურსს, საიდანაც შეირჩევა კონკრეტული ბიზნეს გეგმები, მათ ავტორებთან კი გაფორმდება ხელშეკრულება და საბოლოოდ გადაეცემათ თანადაფინანსების თანხა, შესაბამისად ისინი ოფიციალურად გახდებიან პროგრამის ბენეფიციარები",- აცხადებენ სააგენტოში.
უფრო კონკრეტულად, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით
- ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი
- დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა
- საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება
- ბიზნესის კეთებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება.
დღევანდელი მდგომარეობით დაფინანსებულია 1106 ბიზნეს პროექტი, დაახლოებით 1620 ბენეფიციარი, გადამზადებულია 3118 ბენეფიციარი, ხოლო თანადაფინანსების სახით გაცემულია 8 060 732 ლარი.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს იდეის ვებ-გვერდის მეშვეობით წარედგინა და ჩართულიყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ინიციატივა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ.
პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება რიგ ფაქტორებზე, რაც გულისხმობს:
- რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
- რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაციას (დედაქალაქში ან/და საზღვარგარეთ);
- რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრებას;
- რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაციას;
- ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის მატებას;
- დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას;
აღნიშნულ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდა პირს, რომელიც სრულწლოვანია (18 წელს მიღწეული) , არის საქართველოს მოქალაქე , არ არის საჯარო მოხელე, არ არის სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა