მალე რობოტები ადამიანებს ჩაანაცვლებენ

საქართველო, თბილისი - 16:57 | 06.04.2016
ნანახია: 1702

ისრაელში რობოტების მწარმოებელი პირველი საწარმო გაიხსნა. საწარმო იაპონურმა Yaskawa Electric-მა გახსნა, რომელიც ძირითადად რობოტების წარმოებითაა დაკავებული.

სამომავლოდ დაგეგმილია, რომ გარკვეულ სამსახურებში ადამიანურ რესურსს რობოტები ჩაანაცვლებენ.

საწარმომ უკვე წარმოადგინა რამდენიმე სახის რობოტის მოდელი, რომლებიც გამოიყენება ფორთოხლის დასაკრეფად, შემდუღებლად და ასევე ბარში ლუდის ჩამოსასხმელად და მისატანად.

საწყის ეტაპზე რობოტები, რომელ პროფესიებს აითვისებენ და 2020 წლისთვის სად ჩაანაცვლებენ რობოტები ადამიანებს?

კვლევა აჩვენებს, რომ პროფესია სადაც პირველ ეტაპზე მოხდება ჩანაცვლება ესაა ბეტონის წარმოება, შემდეგ მოდის ხორცის დამუშავება, რეზინის წარმოება, დაცვა, დამლაგებელი

2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მალე რობორები უმუშევრად 40 ათასზე მეტ ადამიანს დატოვებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე