დავით ბერძენიშვილი: პარლამენტში ოპონირებას აქამდე რომ არ ვეწეოდით, სწორი არ იყო

საქართველო, თბილისი - 11:36 | 06.04.2016
ნანახია: 3268

კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება „ეროვნული ფორუმისგან“ განსხვავებით „რესპუბლიკელებმა“ პარლამენტსა და მთავრობაში თანამდებობის შენარჩუნების პირობით ისურვეს. კოალიციის დაშლის მიზეზად დასახელდა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სურვილი აქვს, ამომრჩევლის წინაშე საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად წარსდგეს, ფრაქციამრეწველების წევრები კი, მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკელების კოალიციიდანგასვლისმთავარიმიზეზიმრეწველებთანკონფლიქტიიყო. იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე ყოფილ პარტნიორებს კვლავ ერთად მოუწევთ მუშაობა, თანამდებობების თემაზე გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, „რესპუბლიკელებმა“ წამოაყენეს ულტიმატუმი, რომ რაიმეკანონშიმათთვისხელსაყრელიპოზიციაარდაფიქსირდება, მხარსარდაუჭერენ.

„პრაიმნიუსჯორჯია“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს, დავით ბერძენიშვილს ესაუბრა:

-“მრეწველები“დადებითად აფასებენ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის ფაქტს და აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ის კონფლიქტი იყო, რომელიც „რესპუბლიკლებმა“ დაიწყეს. როგორც „მრეწველების“ ერთერთი ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ თქვა, თქვენი მხრიდან ვაჭრობის თემა თანამდებოიბების შენარჩუნება იყო და ამის შემდეგ უკვე გადამწყვეტი გახდება თქვენი 10 ხმა პარლამენტში, რომლის გარეშეც ორგანული კანონის მირება უმრავლესობაში ვერ მოხერხდება. თავად როგორ ფიქრობთ, მოიაზრებთ თუ არა თავს ისევ კოალიციაში?

- „მრეწველების“ პათოსი გასაგებია, რადგან ისინი მოვლენებს წინ უსწრებენ, მაგრამ კოალიცია ფორმალურად დაშლილი არ არის და კოალიციური რეჟიმი ყველა ეტაპზე მოქმედებს. „რესპუბლიკელი“ მინისტრები პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ემორჩილებიან და ამ საკითხში არანაირი პრობლემა არ არის. ანალოგიური ვითარებაა პარლამენტშიც, რომელსაც როგორც სპიკერი, ასევე კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავს. კოალიცია ისევ ისე არსებობს, როგორც უმრავლესობა, რომელსაც თავისი ლიდერი ჰყავს.  ქვეყნის კანონმდებლობით, თუკი უმრავლესობა არსებობს, მაშინ  უმცირესობაც არსებობს. იურიდიულად უმრავლესობაც არსებობს და კოალიციაც. ზურაბ ტყემალაძე და გოგი თოფაძე „რესპუბლიკელების“ მეგობრები არასოდეს არ ყოფილან, უბრალოდ, ერთ კოალიციაში ვიყავით და ჯერჯერობით კიდევ ვართ.

-რამდენად კომფორტულია იმ ადამიანებთან ერთად მუშაობა, ვისთანაც პრინციპული უთანხმოება გაქვთ, იმის გათვალსწინებით, რომ კოალიციის შიდა დაპირისპირება თქვენი მთავრობის მინისტრების შენარჩუნების პირობით დასრულდა?

-  მთავრობაში ჩვენი მინისტრები ძალიან მშვიდად იმუშავებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და არანაირიპრობლემა არ იქნება. რაც შეეხება პარლამენტს, როგორც აქამდე იყო, ისევ ისე იქნება. რაც მოგვეწონება, ვიტყვით, რომ მოგვწონს. რაც არ მოგვეწონება, ახლა უფრო მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მოგვწონს და ჩვენი შენიშვნები გვექნება. პარლამენტში ოპონირებას ვაპირებთ და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ოპონირებას აქამდე რომ არ ვეწეოდით, სწორი არ იყო, რადგან ნამდვილი კოალიცია კონკურენციის პირობებში არსებობს.

 

-შეგიძლიათ, დაასახელოთვინიქნებათქვენიპარტიის საარჩევნო სიისპირველინომერი, ომლის სამუშაო ვარიანტებიც არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე ბევრ პარტიას აქვს მომზადებული?

-მეშემიძლია გითხრათ, „რესპუბლიკელები“როგორ ადგენენ ხოლმე საარჩევნო სიას, რადგან ჩვენ ძალიან სერიოზული გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში. „რესპუბლიკური პარტიის“სიას ადგენს პარტიის თავმჯდომარე და ამტკიცებს „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტი. ეს პროცესი დაწყებულია, ალბათ, თავმჯდომარე მუშაობს, ექნება თუ არა ყოფილ თავმჯდომარეებთან კონსულტაციები, ამის გეკეთება შესაძლებელია, მაგრამ ვალდებული არ არის. ამის შემდეგ შევისწვლით კომიტეტზე და დავამტკიცებთ. ახლა ამ წუთში სია არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით ვხვდებით, რა ხალხი შეიძლება მოხვდეს, მაგრამ ყველაფერი მთლიანად პარტიის თავმჯდომარის კომპეტენციაა.

- ვინ მოიაზრება ამ სიაში და განსაკუთრებით პირველ ათეულში, რადგან ყველაზე „წონიან“ „რესპუბლიკელებს“ დღეს ისეთი თანამდებობები უკავიათ, რომ საპარლამენტო არჩვნებში მონაწილეობის გამო, ამ თანამდებობების დატოვებას კანონი ავალდებულებთ?

-დარწმუნებულივარ, რომგენდერული კვოტა კარგად იქნება წარმოდგენილი თავად ხათუნა სამნიძის, თამარ ხიდაშელის, თინა ხიდაშელის, თამარ კორძაიას სახით ჩვენ გვყავს ისეთი ქალბატონები, რომლებიც ისედაც არიან ცნობილები პარლამენტსა და მთავრობაში. სურვილების დონეზე ვსაუბრობ, თორემ შეიძლება თინა ხიდაშელმა კენჭი საერთოდ არ იყაროს, რადგან მინისტრია. ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან ადრეა. კარგია „ეროვნულ ფორუმს“რომ გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, დაასახელეს კახა შარტავა და ისიც თქვეს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები პოლიტიკას დასაკარგი არ ჰყავს, მაგრამ „რესპუბლიკელების“ გადაწყვეტილებების მიღება პარტიის თავმჯდომარეზე იქნება დამოკიდებული. ლოგიკის მიხედვით, სიის პირველი ნომერი,  შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე იყოს, მაგრამ ასევე შესაძლოა,  რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს. სიის შედგენა ერთერთი მტკივნეული პროცესია ხოლმე ყველა პარტიაში, მაგრამ ჩვენთან ეს დემოკრატიული გზით ხდება და ყველაფერი დეტალურად იქნება ცნობილი.

-საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე განცხადება პირველად რესპუბლიკურმა პარტიამ გააკეთა, რასაც პრემიერ-მინისტრის განცხადება მოჰყვა, რომ არჩევნებში ქართული ოცნებაც ინდივიდალურად წარდგება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამდე, კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა თქვენი გადაწყვეტილება შეაფასეს და შეგახსენეს, რომ კოალიციის ბოლოს დატოვებას თქვენ აპირებდით. გამოდის, რომ კოალიციის დაშლაზე თქვენამდე სხვა სუბიექტებიც ფიქრობდნენ?

- ეს ჩვენი პრობლემა არ არის, მაგრამ სხვებისგან მადლიერებას ველოდით, რადგან მათ ვითარება გავურკვიეთ. პოლიტიკური ვითარება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი არ გავურკვიეთ, არამედ მათ გაცილებით ადრე იციან, რა და როგორ იქნება. ამის ნაცვლად, სრულიად უსაფუძვლო საყვედურები მივიღეთ. კარგად ვერ გავიგე, კოალიციიდან ჩვენი გასვლით ხელი ვის შევუშალეთ. როგორც ჩანს, თუკი ერთად დარჩებოდნენ, ყველას ძალიან გაუხარდებოდა, მაგრამ ისე არ ხდება, რომ იჯდე, არაფერს არ აკეთებდე და ამ დროს საჩუქრები მოგდიოდეს. ასე არც ამ შემთხვევაში არ მოხდა და ყველას საარჩევნოდ გარჯა მოუწევს. მიჩვეული ვართ ძახილს, რომ ჩვენ ხომ ურეიტინგო პარტია ვართ, მაგრამ ვის რა რეიტინგი აქვს, ყველა ყველაფერს ნახავს.

- როგორც ამბობენ, „რესპუბლიკლებს“ დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა აქვს და თქვენი შემდგომი წარმატება  სახელისუფლებო რესურსების გამოყენებაზეა დამოკიდებული, რისთვისაც მთავრობის სავარძლების შენარჩუნება გჭირდებათ.

-  ვინც ჩვენს დაბალ რეიტინგზე საუბრობს, ოქტომბერში საკუთარ რეიტინგებს ნახავს. ვერ ვხვდები, სახელმწიფო რესურსს ვინ გამოგვაყენებინებს.ამ სახელმწიფოს პროკურატურაში იძიებდნენ, ჩვენი მინისტრი როგორ იქცეოდა და არ მგონია, ვინმემ რამე გამოგვაყენებინოს. ჩვენ ამომრჩეველზე ვიმუშავებთ და იმის იმედით ვართ, რომ ბარიერს გადავლახავთ და მომავალ პარლამენტში ვიქნებით.

-„ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაკეთდა მინიშნება იმაზე, რომ შესაძლოა, ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ წინასაარჩევნოდ მუშაობა კოალიციურ რეჟიმში გააგრძელოს. ხომ არ ყოფილა რაიმე ტიპის კონსულტაცია ამ საკითხთანდაკავშირებით?

-არა, ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს რაიმე ტიპის კონსულტაცია „ნაციონალებთან“? არა მგონია, რომელიმე „ნაციონალმა“ ოდესმე თქვას, რომ „რესპუბლიკელებთან“ რაიმე კონსულტაციას აპირებს, რადგან იმ წუთას დაკარგავენ ხმებს. ჩვენ და „ნაციონალები“ ერთმანეთთან სამეგობრო პარტიები არ ვართ. ჩვენი ერთადერთი პარტნიორი „ქართული ოცნება“ იყო. სამწუხაროდ, დანარჩენების აზრი და ძალა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. წავიკითხე, რომ კოალიციიდან „მრეწველებმა“ გაგვაგდეს, მაგრამ „მრეწველების“ ყოფნა არა მარტო კოალიციაში, არამედ პოლიტიკაშიც უმნიშვნელო მგონია.

-ასევე იყო საუბრები, რომ კოალიცია იმის გამო დატოვეთ, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის გარანტიები არ მოგცეს. შეგიძლიათ, საბოლოოდ დაადასტუროთ: კოალიციიდან ან გაგიშვეს თუ თავად წახევდით?

- პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მომავალი არჩევნების თემაა და ჩვენ არსად არ წავსულვართ. სპიკერის პოსტზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჩვენ დარწმუნებული არ ვართ, რომ სპიკერის პოსტზე ლაპარაკი ამ ძალებთან შედგება. 2016 წლის არჩევნები მარტივი არ იქნება არც ჩვენთვის და არც არავისთვის.  საქართველოს ინტერესებში იქნებოდა,რომ პარლამენტს დავით უსუფაშვილისნაირი თავმჯდომარე ჰყოლოდა, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე. ალბათ, მის შემცლელად ვიღაც ეგულებათ. ვიღაცამ ისიც თქვა, რომ კარგი სპიკერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა. თუკი უსუფაშვილს ღარიბაშვილის ჯობს, ასეთ ადამიანებთან საუბარი მეზარება. ამაზე მსჯელობა უსაგნო იქნებოდა. არ ვიცი, სპიკერად ვინ წარმოუდგენიათ ან ამ თანამდებობას საკუტარ თავზე ვინ ირგებს. ამ თემაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა. ჩვენ იმაზე ვიმსჯელეთ, „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში ცალკე უნდა გავიდეს თუ არა.

„პრაიმნიუსჯორჯია“, ხათუნა ხატიაშვილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე