მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 23.1%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 06.04.2016
ნანახია: 1202

2016 წლის მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 23.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 60 340 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მარტი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის მარტთან (36 157 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 66.9%-ით, 2013 წლის მარტთან (38 359 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 57.3%-ით, 2014 წლის მარტთან (44 206 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 36.5%-ით, 2015 წლის მარტთან (49 025 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 23.1%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (16.7%-ით), ისე მეორადი (12.5%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2016 წლის მარტის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.434 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.165).

„აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (49.9%-ით), ისე მეორადი (17.1%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის მარტში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 13 315, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 47 025 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 1.203 და 1.517 დონეებზე დაფიქსირდა”, აცხადებენ სააგენტოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე