ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:15 | 06.04.2016
ნანახია: 1636

უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო.

შიმშილობის დაწყების შესახებ სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა ”ტვიტერის” მიკრობლოგში დაწერა.

სავჩენკომ ჯერ კიდევ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ განაჩენის ძალაში შესვლისთანავე შიმშილობას დაიწყებდა. სავჩენკოს ადვოკატებს განაჩენის გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა ჰქონდათ, თუმცა მსჯავრდებულმა გასაჩივრებაზე უარი განაცხადა. განაჩენი ძალაში გუშინ შევიდა.

სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ 22 მარტს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მას ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასა და რუსეთ-უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ.

სავჩენკო ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლება, სასჯელის სამშობლოში მოხდის მიზნით, რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გადაცემას მოსთხოვს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე