დუბაიში ოქროს ბარი იხსნება

საქართველო, თბილისი - 11:24 | 06.04.2016
ნანახია: 1461

8 აპრილს, დუბაიში სასტუმრო Jumeirah Burj Al Arab-ში ბარი Gold On 27 გაიხსნება. ბარი ცნობილი სასტუმროს 27-ე სართულზე იქნება, რომელიც თავის მხრივ უკვე გახდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების სიმბოლო. დუბაიში ფიქრობენ, რომ Gold On 27-ი ტურისტებისათვის დუბაის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება, რადგანაც ბარის კედლები მთლიანად ნამდვილი ოქროთი იქნება დაფარული. იმავდროულად ბარიდან ხედი ზღვაზე გადაიშლება.  

Gold On 27-ში სამუშაოდ უკვე მოიწვიეს გამოცდილი ბარმენები, ანუ ისინი ვისაც საერთაშორისო ჯილდოები და აღიარება აქვს.

Gold On 27-ში იქნება დრესს კოდიც: არავითარი „შორტი“ და სანდალი. ბარი 18:00 საათიდან 01:00 საათამდე იმუშავებს.

Gold On 27-ში მაგიდის დაჯავშნა ტელეფონის საშუალებითაც შეიძლება, რადგანაც ბარს iOS-სა და Android-ში საკუთარი აპლიკაცია უკვე გააჩნია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე