მამუკა ბერძენიშვილმა ისრაელის ქართულენოვან არხზე აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 06.04.2016
ნანახია: 1314

ისრაელში აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების თავმჯდომარე და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში  ქართულენოვან არხზე GTV სტუმრად მიიწვიეს. მამუკა ბერძენიშვილმა და პაატა კალანდაძემ გადაცემაში „აქცენტი“ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე და ბოლო წლებში  ტურიზმის მიმართულებით ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე გაკეთდა. 

ისრაელი მე-5 წელია წარმოადგენს აჭარისთვის მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად ეწევა აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების პოპულარიზაციას. მიმდინარე წელს აჭარის რეკლამირების მიზნით რეგიონს პრესს და ინფო ტურების ფარგლებში  წამყვანი ებრაული მედია საშუალებებისა და ტურსააგენტოების წარმომადგენლები ეწვევიან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე