შალვა რამიშვილი "იმედიდან" წამოვიდა - რომელ გადაცემებს ემუქრება დახურვა?!

საქართველო, თბილისი - 22:07 | 05.04.2016
ნანახია: 1996

შალვა რამიშავილმა ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„მეგობრებო, "იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა! დღეს იმ კომპანიამ რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშილის შოუს", "ერთხელ საქართველოში" , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს "2 გოგოს" უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში" "იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.

შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად "პოლიტიკას" . კვირას ვერ გავა "ილო ბეროშვილის შოუ" , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი. ვაპირებ ვითარების გარკვევას.“- წერს შალვა რამიშვილი.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე