დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“
საქართველო, თბილისი - 12:18 | 05.04.2016 ნანახია: 1385საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარესთან, ლიუ იანზონგთან ერთად სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრას დაესწრო. ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა აბრეშუმის გზის განვითარების მნიშვნელობაზე არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონისა და პროექტში მონაწილე ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.
საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა 2015 წელს შეიქმნა ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში. მასში გაერთიანებულია რეგიონის უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის აქტიური ჩართვის ხელშეწყობით რეგიონულ პროექტებში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და კონსოლიდირებას.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის განვითარება. ჩვენს ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ვითარდება და შესაბამისად, ამით უფრო ვაძლიერებთ ჩვენს მდგომარეობას აბრეშუმის გზაზე. ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა ამჟამად წლიურად ხუთას მილიონ ტონას შეადგენს და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის კვალდაკვალ, ამ ტვირთბრუნვის ნაწილი აუცილებლად უნდა გადმოვიდეს საქართველოზე. ეგრეთწოდებული ცენტრალური გზა, რომელიც საქართველოზე გადის, ნამდვილად ყველაზე მოკლეა, რომელიც აკავშირებს ჩინეთს და ევროპას და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოს გავლით იმოძრაოს მნიშვნელოვანი რაოდენობის ტვირთებმა. ეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას, დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით ცოდნას და ინფრასტრუქტურას“ - განუცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის წარმომადგენლების ვიზიტის ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. „თბილისი მერიოტში“ გამართულ შეხვედრას ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აზია-წყნარო ოკეანის ქვეყნების სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია და სხვა სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა