აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია ბელარუსიაში დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:14 | 05.04.2016
ნანახია: 1279

 აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიების ფარგლებში ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში იმყოფება. აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლები მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „Leisure 2016“  იღებენ მონაწილეობას, სადაც ქართულ-ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო მასალების გარდა, საშუალება ექნებათ ქართული, ტრადიციული კერძები დააგემოვნონ, აჭარული ხაჭაპურის კულინარიულ მასტერკლაში მიიღონ მონაწილეობა და ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული, ხალხური სიმღერები მოისმინონ.

წელს პირველად, დეპარტამენტი მინსკში გამართავს „აჭარის დღე“-ს, რომელსაც ბელარუსიის წამყვანი მედია საშუალებების, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება. ღონისძიებაზე  ქართული სამზარეულოს, ფოლკლორისა და ცეკვის პრეზენტაცია/პოპულარიზაცია იგეგმება. გარდა ამისა, აჭარის ტურისტულ პოტენციალის რეკლამირების მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენელი ფოლკლორულ გუნდთან ერთად მიწვეულია ბელარუსიის წამყვანი მედია საშუალების „ბელარუს 1“ დილის გადაცემაში.

ბელორუსია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და  მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე