ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხატული სანაგვე ურნები განთავსდა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 05.04.2016
ნანახია: 1463

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხატული სანაგვე ურნები განთავსდა. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ,  7 ურნის მოხატვა შპს ,,სანდასუფთავების“ ტერიტორიაზე განხორციელდა პროექტის "ჩემი გარემო ჩემი სიამაყეა" ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი ა(ა)იპ ,,პრესკაფის“ ინიციატივითა და ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო მუსიკალური პერფორმანსები, დამზადდა სიუჟეტი ქალაქის დაბინძურების პრობლემებზე, მოეწყო შედეგების პრეზენტაცია და შეირჩა 5 საუკეთესო ნახატი, რომლებითაც მოიხატა ურნები. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცათ 100-100 ლარიანი ვაუჩერები წიგნების შესაძენად.
მსგავსი აქტივობების მიზანი მოსახლეობაში გარემოს დასუფთავების წახალისებაა.
პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 7433 ლარი გამოიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე