სურსათის ბიზნესოპერატორების შემოწმებების რაოდენობა გაიზარდა, დარღვევების რაოდენობა კი შემცირდა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 05.04.2016
ნანახია: 1209

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული სამუშაოების შედეგები შეაჯამა.

2016 წლის პირველ  კვარტალში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განხორციელდა 81%-ით მეტი დოკუმენტური შემოწმება, გამოვლენილი შეუსაბამობების პროცენტული მაჩვენებელი კი შემცირდა 7%-ით; 65%-ით გაიზარდა ინსპექტირებების რაოდენობა, თუმცა, შემცირებულია დარღვევების მაჩვენებელი. „წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებამ აჩვენა, რომ შემოწმებების  რაოდენობის ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იკლო  ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებმა, წელს საწარმოო პროცესი  18%-ით ნაკლებ ბიზნესოპერატორს შეუჩერდა, რაც კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის, მომხმარებლის გააქტიურებისა და ბიზნესოპერატორთა ცნობიერების ამაღლების შედეგია,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ   




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე