დიმიტრი ქუმსიშვილი საამზომველო კომპანიების წარმომადგენლებსა და კერძო ამზომველებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 10:16 | 05.04.2016 ნანახია: 1289საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, უფლებადაურეგისტრირებელი, ან კერძო საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურება. ამ საკითხზე მსჯელობისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში მოქმედ საამზომველო კომპანიების წარმომადგენლებსა და და კერძო ამზომველებს შეხვდა. ვიცე-პრემიერთან ერთად შეხვედრას ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა, რომელსაც 400-მდე ამზომველი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის დაწყებამდე ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა მიწის რეგისტრაციისა და საკადასტრო აზომვითი ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების წესის შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ამზომველებს ასევე დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, რომლითაც ამზომველებმა სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ. „მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ ახალი რეფორმა მიწასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ განვახორციელოთ გლეხის მხარდაჭერა თქვენი მომსახურების მიღებაში და გამოვნახოთ რეზერვები ბიუჯეტში იმისთვის, რომ რეგისტრაციების ნაწილში მოხდეს აზომვების ხარჯების სუბსიდირება. ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, ვიცით, ვის რა ფასი აქვს დაფიქსირებული აზომვით ნახაზებზე და ამის შესაბამისად დავაფიქსირეთ ზედა ზღვრები, თუ რისი გადახდა შეუძლია სახელმწიფოს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. დღეს სწორედ თქვენთან ერთად გვსურს განვიხილოთ ჩვენი გეგმა და ვიმსჯელოთ ყველა დეტალზე, რათა შევძლოთ ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კერძო საკუთრების რეგისტრაცია, რათა მაღალი ეკონომიკური ეფექტი მივიღოთ ამ რეფორმიდან“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მხარეებს შორის მოსაზრებების გაცვლისა და კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესი და აღნიშნა, რომ მთავრობა, საბოლოო განკარგულების გამოცემამდე, საკადასტრო-საამზომველო სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებსა და შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებს. „ჩვენ თქვენთან საკომუნიკაციოდ გვექნება ცხელი ხაზი და ელექტრონული მისამართი იმისთვის, რომ თქვენგან დამატებითი რეკომენდაციები მივიღოთ ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა