JTI საქართველო - 2016 წლის გამორჩეული დამსაქმებლი

საქართველო, თბილისი - 10:14 | 05.04.2016
ნანახია: 1322

თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია JTI (Japan Tobacco International) საქართველოს ბაზარზე გამორჩეულ დამსაქმებლად დასახელდა. 

კომპანიამ ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო თანამშრომელთა მიმართ ერთგულებისა და მზრუნველობისთვის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და საუკეთესო შრომითი პირობების შექმნისათვის.

კომპანიის ინფორმაციით, გამორჩეული დამსაქმებლის ჯილდოს წინ უძღოდა სერტიფიცირება, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას. სერტიფიცირებას ყოველწლიურად ახორციელებს დამსაქმებლების კვლევის ინსტიტუტი - Top Employer Institute (ჰოლანდია). ექსპერტებმა შეისწავლეს კომპანიის ორგანიზაციული სტრატეგია და მართვა, კორპორაციული კულტურა, თანამშრომელთა პოტენციალისა და მათი განვითარების მართვა, კომპენსაცია და ბენეფიტები და სხვ. პროცესის გამჭვირვალობისა და შედეგის სანდოობისათვის, სერტიფიცირების შედეგები შეამოწმა დამოუკიდებელმა აუდიტმა. 

 „ოპტიმალური სამუშაო პირობები აუცილებელია თანამშრომლების განვითარებისთვის. ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ JTI-ის საქართველოს ოფისში შექმნილია არაჩვეულებრივი გარემო და სამუშაო პირობები. კომპანია თანამშრომლებს თავაზობს კრეატიულ ინიციატივებს, განვითარების შესაძლებლობას და მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს, რაც კარგად ესადაგება კომპანიის კორპორაციულ კულტურას“ - განაცხადა Top Employer Institute-ის გლობალური ბიზნესის დირექტორმა დენის უტერმა.

საქართველოში JTI უკვე ზედიზედ მესამედ აღიარეს საუკეთესო დამსაქმებლად. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც გამორჩეული დამსაქმებლის პრესტიჟულ სტატუსს ატარებს. ამას გარდა, JTI-ის საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი აქვს როგორც რეგიონული, ასევე ევროპისა და აზიის მასშტაბით. JTI ასევე შედის იმ რვა კომპანიის რიცხვში, რომელიც ამ ტიტულს ატარებს მსოფლიოს მასშტაბით. 

„მოხარული ვართ, რომ გავიარეთ სერტიფიცირება და მოვიპოვეთ ეს აღიარება. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ მიღწევას, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენს თანამშრომლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო საინტერესო ტრენინგები, საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო სამუშაო გარემო“, განაცხადა JTI კავკასიის ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორმა ირინე ვორობიოვამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე