საგადასახადო სამართალდარღვევის 854 ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 17:34 | 04.04.2016
ნანახია: 1358

28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა საგადასახადო სამართალდარღვევის 854 ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 8221 გადამხდელი და დააფიქსირეს შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 106 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 83 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 665 შემთხვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე