მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა სახის საქონლის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 17:27 | 04.04.2016
ნანახია: 1233

სხვადასხვა სახის საქონლის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა 3 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტობუსში, რომელსაც მართავდა სომხეთის  მოქალაქე შ.ჰ., ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 26 ლიტრი არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები, 104 ლიტრი ძრავის ზეთი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი აღმოაჩინეს.

        საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე