აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბაქო ზავისთვის მზად არის

საქართველო, თბილისი - 17:11 | 04.04.2016
ნანახია: 1599

აზერბაიჯანი მზად არის ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა ჰიქმეთ გაჯიევმა განუცხადა.

მისი თქმით, ამისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლიციების თანახმად, სომხეთის ჯარმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს, ასევე ”უზრუნველყოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.

”აზერბაიჯანი არაერთხელ აცხადებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და დაძაბულობის ძირითად მიზეზს აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხეთის ჯარის ყოფნა წარმოადგენდა”, - აღნიშნა გაჯიევმა.

სომხური მხარე თავის მხრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

არსებული მონაცემებით, სომხური მხარის მხრიდან დანაკარგი 18 სამხედრო პირს შეადგენს, აზერბაიჯანი კი 15 ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებს. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე