ბათუმში პუშკინის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:16 | 04.04.2016
ნანახია: 2051

ბათუმში პუშკინის ქუჩაზე, ჯავახიშვილიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში, ტროტუარების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამჟამად გრიბოედოვის და პუშკინის ქუჩების კვეთაში ბორდიურების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. მოეწყობა პანდუსები და უსინათლოთა ბილიკები.
კეთილმოწყობის სამუშაოები, მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად ხორციელდება. ივნისისთვის დასრულდება ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთის კეთილმოწყობა, რის შემდეგაც კეთილმოწყობის სამუშაოები სხვა მონაკვეთებზე გაგრძელდება.
სამუშაოები ჭაობის ქუჩების კეთილმოწყობის ფარგლებში ხირციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 19 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 25 ქუჩაზე უნდა ჩატარდეს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე