სარგსიანი: საომარი მოქმედებების გააქტიურების შემთხვევაში სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს

საქართველო, თბილისი - 16:16 | 04.04.2016
ნანახია: 1556

სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს, თუ საომარი მოქმედებები ფართომასშტაბიან ბრძოლებში გადაიზრდება.

ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, ”თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება და ფართო მასშტაბებში გადაიზრდება, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს”.

”საომარი მოქმედებების შემდგომმა გამწვავებამ შესაძლოა მიგვიყვანოს არაპროგნოზირებად და შეუქცევად შედეგებამდე, ფართომასშტაბიან ომამდე”, - განაცხადა სომხეთის ლიდერმა. ”ეს ბუნებრივია აისახება არამხოლოდ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, არამედ ევროპის რეგიონზეც”, - აღნიშნა სარგსიანმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე