ჩინეთი მზად არის საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის

საქართველო, თბილისი - 16:00 | 04.04.2016
ნანახია: 1225

პეკინში ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ორი ქვეყნის ტურიზმისა ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ კონსულტაციები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წ. გაფორმებული შეთანხმების ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდას. მხარეები შეთანხმდნენ  სამუშაო შეხვედრების რეგულარული ხასიათის თაობაზე  და დაიგეგმა შესაბამის სამოქმედო გეგმასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის უახლოეს მომავალში გაფორმება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მხარეს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების წახალისების კუთხით.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე