2015 წელს ყველაზე მეტი მილიონერი საფრანგეთმა „დაკარგა“

საქართველო, თბილისი - 13:44 | 04.04.2016
ნანახია: 1151

ექსპერტებმა იმ ქვეყნების „ტოპ-10“ შეადგინეს, საიდანაც ყველაზე მეტი მილიონერის გადინება დაფიქსირდა

საკონსულტაციო კომპანია New World Wealth-ის კვლევა აჩვენებს, რომ 2015 წელს ყველაზე მეტი რაოდენობით მილიონერების გადინება საფრანგეთიდან მოხდა.

ირკვევა, რომ 2015 წელს საფრანგეთი „მიატოვა“ 10 ათასმა ადამიანმა, რომელთა ქონებაც 1 მლნ დოლარს აჭარბებდა. შესაბამისად ქვეყანაში მილიონერთა რაოდენობა 3 %-ით, 232 ათასამდე შემცირდა.

ანტირეიტინგის მეორე ადგილზე ჩინეთია, საიდანაც 9 ათასი მილიონერი წავიდა, რაც საერთო მილიონერების 1 %-ია. თუმცა იმავდროულად ჩინეთს აქვს იმისი დიდი პოტენციალიც, რომ ახალი მილიონერები შეიძინოს.

რეიტინგში მესამე პოზიციაზე იტალიაა, ქვეყანა 2015 წელს 6 ათასმა მილიონერმა დატოვა.

რუსეთი აღნიშნულ ნუსხაში მეექვსე პოზიციაზეა, საიდანაც 2 ათასი მილიონერის გადინება დაფიქსრდა.

2015 წელს ყველაზე მეტი მილიონერი ავსტრალიამ შეიძინა, საუბარია 8 ათასი მილიონერის დამატებაზე, რაც საერთო მილიონერების 3 %-ია.

მეორე პოზიციაზე აშშ მოხვდა, რომელმაც 2015 წელს 7 ათასი მილიონერი მიიღო. მესამე პოზიციაზე კი კანადაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე