მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნა კატარია

საქართველო, თბილისი - 13:17 | 04.04.2016
ნანახია: 1358

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნები კატარი და ლუქსემბურგია. ჟურნალმა Global Finance-მ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიმდინარე ეტაპისთვის რეიტინგის „ტოპ-3“ ისევ უცვლელი დარჩა და ის ისე გამოიყურება, როგორც 2015 წელს. მაშ ასე, კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნებია: კატარი, ლუქსემბურგი და სინგაპური.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგი მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მოსახლეობის რაოდენობითა და მშპ-ს მოცულობით განსაზღვრა.

2016 წლისთვის ყველაზე მდიდარი ქვეყნების „ტოპ-10“ ასეთია:

  1. კატარი (მშპ-ს 146,011 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);
  2. ლუქსემბურგი (მშპ-ს 94,167 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);
  3. სინგაპური (მშპ-ს 84,821 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);
  4. ბრუნეი (მშპ-ს 80,335 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);
  5. ქუვეითი (მშპ-ს 71,600 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);
  6. ნორვეგია (მშპ-ს 67,619 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);
  7. არაბეთის გაერთიანებული საემიროები (მშპ-ს 67,201 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);
  8. ჰონკონგი (მშპ-ს 57,676 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);
  9. აშშ (მშპ-ს 57,045 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);
  10. შვეიცარია (მშპ-ს 56,815 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე);

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე