სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 04.04.2016
ნანახია: 1214

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.

სულ იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ შეადგინა 2 189 მლნ ლარი, რაც პირველი კვარტლის გეგმას 40 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 101,9%-ს შეადგენს.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე გადაჭარბებულია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც.

 გადასახადების სახით, პირველ კვარტალში მიღებულმა შემოსავალმა ჯამში, 2 048 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმას 46 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 102,3%-ს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე