ტურიზმის ადმინისტრაციამ მოდის კვირეულის ფარგლებში პრესტური მოაწყო

საქართველო, თბილისი - 18:20 | 01.04.2016
ნანახია: 1334

თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმაადმინისტრაციამ მსოფლიოს წამყვანი მოდისა და კულტურის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები მოიწვია.

პრესტურის ფარგლებშიამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, უკრაინიდან დარუსეთიდან საქართველოს 17 ჟურნალისტი, ბლოგერი და ფოტოგრაფი ეწვია. მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, იტალიური დარუსული Vogue-ის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უცხოელი ჟურნალისტებისათვისოპერისა და ბალეტის თეატრში პირველად ტური მოაწყო, ჟურნალისტები რეპეტიციას დაესწრნენ. 2 და 3 აპრილს თბილისის ოპერაშიფასკუნჯის" პრემიერა შედგება.

ოპერის პარალელურად უცხოელმა ჟურნალისტებმა ძველი თბილისის უბნები დაათვალიერეს, შატომუხრანში კი ქართული ღვინო დააგემოვნეს. პრესტურის დასრულების შემდეგ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოსტურისტული პოტენციალს, ქართული კულტურის, ღვინოს და თბილისის მოდის კვირეულის შესახებ სტატიებს და ბლოგებსმოამზადებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე