ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე გამოძიებისას ჩხრეკა 25 მისამართზე ჩატარდა
საქართველო, თბილისი - 12:24 | 01.04.2016 ნანახია: 1632მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ტექნიკა, ასევე სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი.
,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა აშშ-ს საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ქართული მხარისთვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა. კერძოდ, ვინაიდან ხსენებული ვიდეოკადრები, როგორც ცნობილია აიტვირთა ინტერნეტ გვერდებზე - „FACEBOOK”-ზე და “YOUTUBE”-ზე, თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელ კოლეგებს საექსპერტო და სამართლებრივ დახმარებასთან ერთად, უწყებამ მიმართა საგამოძიებო პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის გამოყოფის თხოვნით. ამერიკულმა მხარემ დახმარების აღმოჩენის სურვილი მიმართვისთანავე გამოთქვა. შესაბამისად, დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობა ხორციელდებოდა აქტიურად, დისტანციურ რეჟიმში.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით პროკურატურა შეზღუდულია ისაუბროს გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე, საზოგადოებას გააცნობს მოკლე ინფორმაციას ამ დრომდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ: შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროკურატურის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებით, ჩატარებულია ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 ერთეული კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული სიმბარათი, 53 ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი; ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა; გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი. გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად შესრულების და დაჩქარების მიზნით ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იგი მოიცავს ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტების გამოძიებას. საქართველოს პროკურატურა, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად.
საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოჩენილი ძალისხმევისა და გამოძიების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI)”, - აცხადებენ პროკურატურაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა