პროკურატურაში ჟურნალისტების დაკითხვა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 18:17 | 31.03.2016
ნანახია: 1738

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტების დაკითხვა დასრულდა. რაულ ქირიამ, მაკა რაზმაძემ, ირაკლი ყურაშვილმა და ბესო ზანგურმა, დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღეს. 

საგამოძიებო უწყებაში ჟურნალისტების დაკითხვა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ჟურნალისტებმა განაცხადეს, გამომძიებლებს მიაწოდეს დეტალური ინფომრაცია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მიღებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს დილიდან გავრცელდა. ვიდეოზე წვდომა ინტერნეტში უკვე შეზღუდულია. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე