უკრაინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ვიზიტორები აჭარით ინტერესდებიან

საქართველო, თბილისი - 10:13 | 01.04.2016
ნანახია: 1377

აჭარის რეგიონისა და მისი ტურისტული პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „UITT-Kiev 2016". აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას. რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სტენდში წარმოდგენილია აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები.

უკრაინა რეგიონისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში მარკეტინგულ კამპანიებს 2011 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წელს, კი სარეკლამო კამპანიები უკრაინაში აპრილიდან იწყება, რაც გარე და ონლაინ რეკლამების გარდა, აჭარის შესახებ თემატური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.

აღსაღნიშნავია, რომ 2015 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგიონში 1,5 %-ით მეტი უკრაინელი ტურისტი შემოვიდა. ბოლო წლებში, აჭარაში უკრაინელი ვიზიტორების მატება კიევსა და ბათუმს შორის არსებული ჩარტერული ფრენების დამსახურებაცაა. მიმდინარე წელს, ბათუმის მიმართულებით ფრენები უკვე განაახლა ავიაკომპანია „იან ეარმა“, რომელმაც პირველი რეისი კიევი-ბათუმი 27 მარტს შეასრულა. ივნისიდან, კი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „დნეპრავია“, რომელიც ჩარტერულ რეისებს ოდესიდან და დნეპროპეტროვსკიდან გეგმავს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე