ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:28 | 31.03.2016
ნანახია: 1349

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3177 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3679 ლარს შეადგენდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6375 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6795 ლარს შეადგენდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე