ტუნისელმა ძალოვნებმა გოგონებისგან შემდგარი ტერორისტული დაჯგუფება გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 16:19 | 31.03.2016
ნანახია: 1601

ტუნისის უსაფრთხოების ძალებმა სიდი-ბუზიდის პროვინციაში გაანადგურეს ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ გოგონებისგან შედგებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც 22-25 წლის ქალებს აერთიანებდა, გოგონებს ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანებისაკენ მოუწოდებდა.

ამ დროისათვის ტუნისის რაიონებში ტერორისტების გასანადგურებლად სპეცორაციები მიმდინარეობს. მანამდე ტუნისელმა ძალოვნებმა სამი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მოქალაქეების გადაბირებას ახდენდნენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე