ტურისტული ბიზნესი სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაციისგან სპეციალური შეთავაზებებს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 31.03.2016
ნანახია: 1429

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ აჭარაში მოქმედ ტურისტულ სააგენტოებსა და გიდებს ინფო ტურზე უმასპინძლა. ტურის ფარგლებში 50-მდე მონაწილე სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სერვისებს გაეცნო და იქ განთავსებული ექსპონატები დაათვალიერა. გარდა ამისა, მათ მუზეუმის ადმინისტრაციისგან სპეციალური შემოთავაზებები მიიღეს.

ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი 2012 წელს დაარდა. მუზეუმი გამორჩეულია რეგიონში მასში წარმოდგენილი ექსპონატებით. მუზეუმის სივრცეში დაცულია ლაზური ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები, ლაზური ეთნოგრაფიული ნივთები და ლაზი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის ფერწერული ტილოები.

„ჩვენი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ მუზეუმს, რომელსაც საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვს ტურისტული სააგენტოებისთვის. ასევე, გავაცნოთ რეგიონში მოქმედ სააგენტოებსა და გიდებს სარფის ტურისტული პოტენციალი, რომელიც საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. ინფოტურის ფარგლებში მონაწილეებს სოფელი კალენდრეც დავათვალიერებინეთ, საიდანაც სარფის ლამაზი პეიზაჟი იშლება და სარფის საბაჯო გამშვებ პუნქტზე გავაცანით ჩვენი ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიერ შეთავაზებულ სერვისები,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

ინფო ტური აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე