დეკლარირების პროცედურა გამარტივდა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 31.03.2016
ნანახია: 1221

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელებს კვლავ სთავაზობს მომსახურების ახალ ფორმას, ამჟამად მომსახურების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში,  კერძოდ:

საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე წინასწარ დეკლარირებას;
ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმებას;
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის და არაიოდიზებული მარილის ნებართვის აღებას.

         სერვისცენტრის მისამართია: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1  (გლდანი-ნაძალადევის გამგეობის გვერდით). აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00 - საათიდან 18.00 - საათამდე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე