მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:07 | 31.03.2016
ნანახია: 1648

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ, ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე