გიორგი კვირიკაშვილი: საინვესტიციო მიმართულებით დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის საინტერესო განვითარება გველის
საქართველო, თბილისი - 17:51 | 30.03.2016 ნანახია: 1359ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება არის ჩვენი ურთიერთობის შემდგომი ნაბიჯი, საინვესტიციო მიმართულებით დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის საინტერესო განვითარება გველის,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, შეხვედრის მთავარი თემები იყო: საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის პერსექტივები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობა, ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის სამზადისი და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.
პრემიერ–მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის განხილვას დაეთმო.
"ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობაზე, საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე; სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. 2015 წლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში, რაც მეტყველებს გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯზე. უმსხვილესი ბრიტანული კომპანია British Petroleum უკვე 20 წელია მოღვაწეობს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე და ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ ისაუბრეს.
"მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე; მათ შორის, ჩვენს რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ერთხმად დავგმეთ ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე და ხაზგასმით აღვნიშნეთ მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობა,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა საქართველოს მიერ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით.
„საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით. ეს არის ფართოდ აღიარებული მთელ მსოფლიოში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაზე ადვილია ბიზნესის წარმოება და ერთ–ერთი ლიდერია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ეს მაჩვენებელი ზრდის საქართველოს, როგორც ცენტრის პოტენციალს, აზიასა და ევროპას შორის,“–განაცხადა ფილიპ ჰამონდმა.
მისი თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და მიიჩნევს, რომ განხორციელებული რეფორმები ქვეყანას წარმატებას მოუტანს.
„დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტკიცე პარტნიორია და ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, განახორციელოს მთავარი რეფორმები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ნატოსთან და მიმაჩნია, რომ ეს რეფორმები კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატოსთან,“–აღნიშნა ჰამონდმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ისაუბრა.
„საქართველოს მართლაც გააჩნია მნიშვნელოვანი რეპუტაცია გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებელია მან დაიცვას და შეინარჩუნოს ასეთი მაღალი დონის რეპუტაცია,“–განმარტა ფილიპ ჰამონდმა.
პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფილიპ ჰამონდს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და მისი ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად შეაფასა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა