სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 30.03.2016
ნანახია: 1168

30 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 143 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.289 პროცენტით განისაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე