ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 12:53 | 30.03.2016
ნანახია: 1516

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა, გოდერძის უღელტეხილის გავლით, უმოკლესი მანძილით აკავშირებს საქართველოს სამხრეთ რეგიონებს აჭარასთან, ბათუმის საზღვაო პორტთან, შავიზღვისპირეთის კურორტებთან და  სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქთან.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, რკინაბეტონის ხიდის მშენებლობა და რკინიგზაზე გადასასვლელის რეკონსტრუქცია. ასევე, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების შეკეთება, საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე