Experto Consulting-ი VERGNET Group-ი პარტნიორები გახდნენ

საქართველო, თბილისი - 12:20 | 30.03.2016
ნანახია: 1549

ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-ის კიდევ ერთი წარმატება. კომპანიის ინფორმციით, კომპანია VERGNET Group-თან პარტნიორობის შესახებ უკვე მიღწეულია შეთანხმება  და შესაბამისი დოკუმენტიც უკვე ხელმოწერილია.

შეთანხმების თანახმად, Experto Consulting-ი ხელს შეუწყობს ჯგუფის „ნოუჰაუს“ პოპულარიზაციას და კომპანიის დამკვიდრებას საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარზე.  

Vergnet არის წამყვანი გლობალური განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების მომწოდებელი კომპანია, რომელსაც მაღალეფექტიანი, საიმედო და ხელმისაწვდომი სუფთა ენერგიის პროექტების დასრულებული სახით ჩაბარების გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით. Vergnet-ი არის ქარის ენერგიის ტურბინების ერთადერთი მწარმოებელი საფრანგეთში. Vergnet-ს, რომელიც დაარსდა 1989 წელს, აქვს 25 წელზე მეტი საინჟინრო სრულყოფილების გამოცდილება. კომპანიის სათაო ოფისი განლაგებულია საფრანგეთში ორლეანში, გააჩნია 10 ფილიალი და 166 თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით, და იგი წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანია Vergnet-მა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა მისი დაპატენტებული ინოვაციური განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების წყალობით. Vergnet-ი თითოეული პროექტისათვის არჩევს ყველაზე ეკონომიურ გამოსავლებს, ეფექტურ გადაწყვეტილებებსა და მაღალხარისხიან ტექნოლოგიებს.

ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-ი დაფუძნდა 2011 წლის აპრილში. კომპანია ბაზარზე შესვლის მომსახურებას საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს თბილისიდან უწევს. 

მხარდაჭერას, თანამშრომლების შერჩევას, სატენდერო მხარდაჭერას და სხვა.  Experto ასევე სპეციალიზებულია საქართველოში არსებული საცალო მაღაზიების შემოწმებაში და კლიენტთა პორტფელში გააჩნია რამდენიმე ძირითადი FMCG (სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონელი) და საცალო მაღაზიების ქსელი.     




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე