აგვისტოში, ბათუმში „Casino Forum Batumi“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:40 | 30.03.2016
ნანახია: 1275

 

18−19 აგვისტოს ბათუმი „Casino Forum Batumi“-ს უმასპინძლებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის Smile-Expo-ს საიტზე უკვე განთავსებულია.

“კარგმა საინვესტიციო კლიმატმა, ლიბერალურმა კანონმდებლობამ და კომპეტენტურმა სავიზო პოლიტიკამ საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო პირობები შექმნეს“, აცხადებენ Smile-Expo-ს პრესსამსახურში.

იმისათვის, რომ მოხდეს ორიანტირება ახალ ტექნოლოგიებსა და ტენდენციებზე, ბიზნესის წარმომადგენლებს, ინვესტორებსა და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ესაჭიროებათ საერთო შეხვედრები და დიალოგი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Casino Forum Batumi.

როგორც ცნობილია, 2015 წლის ზაფხულში ბათუმში კონფერენცია „Casino Investors Day“ გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ თავად Smile-Expo, რომელიც ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კონფერენციებსა და გამოფენებს 2006 წელს შეიქმნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე