თებერვალში მშპ-ს ზრდის ტემპმა 2,6 პროცენტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 30.03.2016
ნანახია: 1192

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,6 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,7 პროცენტი შეადგინა.

როგორც ცნობილია, 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე