YanAir-მა კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაზარდა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 30.03.2016
ნანახია: 1271

უკრაინულმა ავიაგადამზიდავმა YanAir-მა კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაზარდა. თუ კი აქამდე აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორ რეისს ასრულებდა, ამიერიდან რეისების რაოდენობა კვირაში ხუთი იქნება.  

როგორც საერთაშორისო აეროპორტ „კიევში“ (ჟულიანი) აცხადებენ, აღნიშნული სიხშირით კომპანია რეისებს ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს.

უკვე ცნობილია, რომ კიევი-თბილისის რეისს YanAir-ი Boeing 737-ით მოემსახურება.

ბილეთის ღირებულება ერთი გზა 90 დოლარიდან ხოლო ორი გზა 165 დოლარი იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე