5 ივნისიდან Yanаir-ი ოდესა-ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

საქართველო, თბილისი - 10:58 | 30.03.2016
ნანახია: 1283

კომპანია Yanаir-ი საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ზრდის. როგორც უკრაინული მედია წერს, 5 ივნისიდან ავიაკომპანია Yanаir-ი ოდესიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.  

ავიარეისი ბათუმი-ოდესა Boeing 737-ით განხორციელდება. უკვე გაწერილი განრიგის მიხედვით, ოდესიდან ბათუმის მიმართულებით რეისი ყოველ კვირას განხორციელდება, ხოლო რეისი ბათუმი-ოდესა კი ყოველ შაბათს. 29 ივნისიდან კი აღნიშნულ კიდევ ერთი სიხშირე დაემატება და ის ყოველ ოთხშაბათს განხორციელდება.ერთი გზის ღირებულება 105 დოლარიდან, ხოლო ორი გზა კი 200 დოლარიდან იქნება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე