ტურიზმის ადმინისტრაცია სასტუმროების მომსახურე პერსონალის გადამზადებას აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 18:59 | 29.03.2016
ნანახია: 1714

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სასტუმროების მომსახურე პერსონალის გადამზადებას აგრძელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავში, ლაგოდეხში, ქუთაისში, მესტიაში, ონში, ამბროლაურსა და გორში არსებული განთავსების ობიექტების პერსონალს ინგლისურ ენაში გადამზადების კურსი ჩაუტარდათ. ტრენინგს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 70 სასტუმროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასწავლო კურსი მოიცავდა, როგორც თეორიულ ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობას (თემატური, სიტუაციური ვიდეოები, სიტუაციური თამაშები და სხვა) ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძელება. 2015 წელს ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქათველოს მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით 1100-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. 
სასწავლო კურსის დასახელება :„სასტუმრო საქმის საბაზისო ინგლისური ენის ტრენინგი“
1. სტუმრის მისალმება,დახვედრა და გაცილება მომსახურების სფეროს წესების დაცვით.
2. სტუმრის რეგისტრაცია.
3. მიმართულების ახსნა რუკის მიხედვით.
4. ტელეფონით ჯავშნის მიღება, ფასების და პირობების გაცნობა.
5. სასტუმროს სარესტორნო მომსახურების გაცნობა და მენიუს ახსნა შეთავაზება.
6. ტელეფონით სარესტორნო შეკვეთის მიღება.
7. გაღვიძების სერვისი.
8. ამინდის პროგნოზი.
9. დამატებითი მომსახურებების შეთავაზება.
10. ინფორმაცია საქართველოს შესახებ.
11. ინფორმაცია რეგიონში არსებული ღირშესანიშნაობების შესახებ.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე