თურქეთის საბაჟო სამსახურმა საქართველოდან სატვირთო მანქანების მიღება დროებით შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 16:47 | 29.03.2016
ნანახია: 2212

თურქეთის საბაჟო სამსახური საქართველოდან გამსვლელ სატვირთო მანქანებს უახლოესი საათების განმავლობაში ვერ გაატარებს. ამის შესახებ სსიპ „შემოსავლების სამსახური“ ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ინფორმაციით, შეზღუდვა უახლოესი 5 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
„თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახური, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი სინირ ქაფისი“ (SARP SINIR KAPISI), დაბალი გამტარუნარიანობის გამო, საქართველოდან გამსვლელი, დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღებას დროებით აჩერებს. 
თურქმა მებაჟეებმა დატვირთული სატვირთო მანქანების მიღება დღეს 12 სთ-სა და 30 წუთზე შეწყვიტეს. 
წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა უახლოესი 5 საათის განმავლობაში იმოქმედებს“, - აცხადებენ „შემოსავლების სამსახურში“.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე