საგადასახადო სამართალდარღვევის 910 ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 16:13 | 29.03.2016
ნანახია: 1228

საგადასახადო სამართალდარღვევის 910 ფაქტი გამოავლინა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 8184 გადამხდელი და გამოავლინეს შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 106 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 74 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 730 შემთხვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე